”ეკო კრეატივი”

3 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციამ “CSDC”-მ მზიურის პარკში გამართა ეკო თამაშები”იპოვე განძი”.მონაწილეები იყვნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.ისინი გაიყვნენ გუნდებად.მათ ეძლეოდათ გარკვეული სახის დავალებები , რომლის შესრულების შემდეგ თანდათან უახლოვდებოდნენ განძს. თამაში ძალიან სახალისო და საინტერესო იყო და გაიმარჯვა თბილისი 154-ე საჯარო სკოლის გუნდმა ”ნიკემ”.გამარჯვებულებს გადაეცათ სხვადასხვა საჩუქრები.

თამაშმა დიდი ყურადღება მიიქცია გამვლელების მხრიდანაც.ისინი დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ თამაშის მსვლელობას და მათაც აინტერესებდათ რა იყო განძი.

პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციების:”ჰელპინგ ჰენდი”-ს,”თბილისის სკაუტური მოძრაობის”,”დრონი”-ს,”მწვანე უნი”-ს და ”ტარტი”-ს პარტნიორობითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.აგრეთვე მოწვეული იყო პროექტ ”წიგნების თაობის” გუნდი ”იგრძენი წიგნის გულისცემა”.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>