მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად

2012 წლის 10 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისში კუს ტბაზე უკვე მეშვიდედ ჩატარდა საქართველოს “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”- ყველაზე წარმატებული ღონისძიება, რომელიც ემსახურება ძუძუს კიბოს შესახებ განათლებასა და ამ დაავადებასთან საბრძოლველად ფონდების მოძიებას საქართველოში.აღნიშნული აქცია საქართველოში იმართება 2005 წლიდან, Suzan G. Komen -ის პარტნიორობით.

აქციია მისია:გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე და დავამარცხოთ ძუძუს კიბო საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობით, სკრინინგით და კვლევებით.

აქციის მხარდამჭერები არიან: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, საქართველოს პირველი ლედი – ქალბატონი სანდრა რულოვსი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტის წევრები, საელჩოები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

აქციის ფარგლებში მოეწყო რბოლა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით. აგრეთვე მოეწყო მსვლელობა და ნიაზ დიასამიძის – 33ა-ს საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>