თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩუმდები!

 

თუ თქვენ ამ კვირას, 1 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოხვდით 17:00დან  19:00 სთ-მდე, ალბათ შეამჩნიეთ ახალგაზრდები ლურჯი მაისურებით და საკმაო რაოდენობის ხალხი. ალბათ დინტერესდით კიდეც რა ხდებოდა. ეს იყო მარათონი ძალადობის წინააღმდეგ სახელწოდებით: “თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩუმდები!”. გარბენში მონაწილეობა მიიღო 100-მდე ადამიანმა.

ალბათ მოცეკლავე გოგონებსაც  შეამჩნევდით. ეს ჩვენი ფლეშმობელები იყვნენ! მათ თავიანთ თავზე აიღეს ღონისძიების ცეკვით გაფორმება და საოცრად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა.

გარბენის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” (CSDC) და ”ჰელფინგ ჰენდი”,  პროექტი ხორციელდებოდა ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. გარბენის 

მიზანი კი გახლდათ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ.

ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ რადიო “საქართველოს ხმა”-ს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის. აგრეთვე საიუველირო მაღაზია “სოფიას “, რომელმაც  გამარჯვებულებს გადასცა  სამკაულები.  “All seasons runners”-მა გამარჯვებული მორბენლები დააჯილდოვა სპორტული ტანსაცმელით და ფეხსაცმელით. სსიპ “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისადა  დახმარების სახელმწიფო ფონდმა” გარბენში გამარჯვებულებს გადასცა სიმბოლური საჩუქრები.

CSDC დიდ მადლობას უხდის ყველა ამ ორგანიზაციას გაწეული მხარდაჭერისთბის. მხოლოდ საერთო ძალებით შევძლებთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას!

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>